დაავადება ვრცელდება დაავადებული ადამიანის წყლულებთან ან საგნებთან შეხებით, მაგალითად ტანსაცმელი, ზეწრები, პირსახოცები, და სათამაშოები.
იმპეტიგო შეიძლება თავისით ალაგდეს ორ-სამ კვირაში. ანტიბიოტიკები ამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას და ხელს უშლიან გავრცელებას სხვა ადამიანებში. შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვის სახლში დატოვება, იზოლირება სანამ დაავადება გადამდები აღარ იქნება, რაც ხდება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში. ანტიბიოტიკებიც გარეშე, იმპეტიგო გადამდებია წყლულების გაქრობამდე.