იდაყვის მყესების დაჭიმვა
მყესი ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან ამაგრებს. მყესები კუნთების შეკუმშვისას ძვლებსა და სახსრებს მოძრაობაში ეხმარება. მყესის დაზიანება შეიძლება მოხდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. იდაყვის მყესის დაჭიმვა მოძრაობის დროს იწვევს ტკივილს, განსაკუთრებით როდესაც ძალისმიერი მოძრაობის შესრულებისას, ჩვეულებრივ ტკივილი იდაყვის სახსრის გარშემოა, მაგრამ შესაძლოა მაჯისკენაც გავრცელდეს. ტკივილისა და იდაყვის შებოჭილობის გამო შესაძლოა მოჭიდება ჩვეულებრივი ძალით გართულდეს და იგრძნობოდეს სისუსტე და დაჭიმულობა.