თრომბოციტოპათია

თრომბოციტოპათია სისხლის შედედების დარღვევების საერთო სახელწოდებაა, რომელსაც იწვევს ორგანიზმისთვის არასაკმარისი თრომბოციტების რაოდენობა ან მათი ფუნქციის დარღვევა.

თრომბოციტების არასრულფასოვნება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი (მაგ. ვილებრანდის დაავადება) ან შეძენილი (მაგ. ურემიის, ღვიძლის დაავადების, ლეიკოზების, პარაპროტეინემიის, ვიტამინ C - ს დეფიციტის დროს და სხვ.)

თრომბოციტოპათიას ახასიათებს მომატებული სისხლდენები. მკურნალობა მიმართულია მის გამომწვევის მიზეზის აღსაკვეთად; მასიური სისხლის დანაკარგის დროს ახდენენ თრომბოციტული მასის გადასხმას.