თირკმლის მწვავე პრერენალური უკმარისობა

თირკმლის მწვავე  პრერენალური უკმარისობა ვითარდება, როცა თირკმელი ვეღარ ასრულებს სისხლის გაფილტვრის ფუნქციას, რაც აუცილებელია სისხლის შემადგენლობიდან ჭარბი რაოდენობის სითხის, ზედმეტი ცხოველმოქმედების პროდუქტებისა და ტოქსინებისგან განსათავისუფლებლად.

გამომწვევი მიზეზები

თირკმლის მწვავე უკმარისობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად.  თირკმლის სისხლით მომარაგების შეწყვეტისას, თირკმლის პირდაპირი დაზიანების, დახშობილი შარდსაწვეთის გამო თირკმლის დაუცლელობის დროს.

სიმპტომები

მდგომარეობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს და შემთხვევით დადგინდეს სხვა მიზნით გაკეთებული ლაბორატორიული ტესტების საშუალებით.

მკურნალობა

თირკმლის მწვავე პრერენალური უკმარისობა საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, გამომწვევი მიზეზებისა და თანმხლები გართულებების მკურნალობას. სწორი და დროული დიაგნოზი, შესაბამისად ჩატარებული მკურნალობა შედეგს იძლევა და პაციენტი მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.