თიმომა არის თიმუსის სიმსივნე, რომელიც შედგება ლიმფოიდური და ეპითელური უჯრედებისაგან. თიმუსი წარმოადგენს გულმკერდის ღრუში არსებულ პატარა ორგანოს, რომელიც დაბადებამდე და ბავშვობის პერიოდში უზრუნველყოფს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, აღნიშნული უჯრედები ადამიანს იცავენ ინფექციების განვითარებისგან.
თიმუსის სიმსივნე საკმაოდ იშვიათი მდგომარეობაა, მისი განვითარების რისკი იზრდება რევმატოიდული არტრიტის ან მიასთენიის არსებობის შემთხვევაში.
თიმომა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში ახასიათებს შემდეგი სიმპტოემბი:
სამედიცინო სფეროში კიბოს დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება სხვადასხვა ეფექტური საშუალება, მაგალითად, ბიოფსია. მკურნალობის გავრცელებული მეთოდი ქირურგიული ჩარევით კიბოს უჯრედების მოცილებაა. სხვა შემთხვევაში ტარდება რადიაციული ქიმიური და ჰორმონული თერაპია.