თვალის მამოძრავებელი ნერვის პარეზი

თვალის კაკლების მოძრაობა ხორციელდება თვალის მამოძრავებელი კუნთებით, რასაც აკონტროლებენ  III, IV და VI თავის ტვინის (კრანიალური) წყვილი ნერვები. თვალის მამოძრავებელი ნერვის მოტონეირონები განლაგებულია ტვინის როსტალურ ნაწილში. ეს თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვები განაგებენ თვალის კაკლის ხუთ გარე კუნთს, მათ შორის ზედა ქუთუთოს ამწევ კუნთს. თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვები ასევე შეიცავენ ნეირონებს, რომლებიც ჩართულია გუგის შევიწროვებისა და აკომოდაციის პროცესში.

სიმპტომები

თვალის მამოძრავებელი ნერვის სრული დაზიანება იწვევს ფტოზის გაჩენას. ფტოზი გამოიხატება ზედა ქუთუთოს ამწევი კუნთის სისუსტით (პარეზით) და თვალის ზემოთ, ქვემოთ და შიგნით ნებაყოფლობითი მოძრაობების დარღვევებით და გარეთა სიელმით გვერდითი (ლატერალური) სწორი კუნთის ფუნქციის შენარჩუნების გამო.

მკურნალობა

დაავადება საჭიროებს სერიოზულ და დროულ მკურნალობას, გართულებული შედეგების თავიდან ასაცილებლად.