თავის ტვინის სისხლჩაქცევა

თავის ტვინის სისხლჩაქცევა იგივე ჰემატომა, სისხლის შედედებული კოლტია, რომელიც თავის ტვინში ტრავმის შემდეგ ჩნდება. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ტვინის მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულ ეპიდურულ, ტვინის შუა შრეში არსებულ სუბდურულ და ტვინის შიგნითა შრეში არსებულ ტვინშიდა ჰემატომებს. თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ეპიდურული სისხლჩაქცევის დროს ადამიანი გონებას კარგავს და თავადვე მოდის გონს. სუბდურული ჰემატომა ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევის შედეგია, რომელიც ტვინის ვენების დაზიანების გამო ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყალიბდება, ზოგჯერ - ერთი დღე-ღამის შემდეგაც კი. ამ დროს დაზიანების ნიშნები მალე ქრება, პაციენტი თითქოს გამოჯანმრთელდება, უბრუნდება სამსახურს, მოგვიანებით კი ეწყება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, გულისცემის შენელება, მოთენთილობა.  

სიმპტომები

ჰემატომას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიგა წნევის მომატება, კომა. მდგომარეობის ზოგადი სიმპტომებია:

მკურნალობა

დაავადების პირველივე ნიშნების გაჩენისას აუცლებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, რადგან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მდგომარეობა ადვილად გამოსწორდება.