ტერმინი შფოთვა იხმარება იმ მღელვარების აღსაწერად,
რომელიც პოტენციური საფრთხის მოახლოვებას უძღვის წინ.
გადაჭარბებული შფოთვა წარმოადგენს შიშის გაურკვეველ,
შეუპოვარ განცდას,
როდესაც არ არსებობს საშიში სტიმულის შემცველი სიტუაცია.ამ ტიპის გადაჭარბებული შფოთვითი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს სპეციფიკური ობიექტებისადმი შიშმა,
რასაც ეწოდება "შფოთვითი წინათგრძნობა"
შფოთვითი აშლილობა მოიცავს გადაჭარბებულ შფოთვას და მუდმივ მცდელობას თავიდან აიცილოს შიშისა და მღელვარების გამომწვევი სიტუაცია.ეს ყველაფერი ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას გარემოში.
შფოთვითი აშლილობის სხვადასხვაგვარად შეიძელაბა გამოიხატოს,
მაგალითად.გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ხასითდება გაუკონტროლებელი მღელვარებითა და შფოთვით გარკვეული მოვლენებისა და აქტივობების მიმართ.
პანიკური აშლილობისთვის დამახასიათებელია ხშირი,
მოულოდნელი პანიკური შეტევები,
რომელსაც თან ახლავს შიში,
რომ ეს შეტევა კვლავ განმეორდება.
სოციალური ფობია,
რომელსაც ასევე უწოდებენ სოციალურ შფოთვით აშლილობას,
არის ინტენსიური შიში საჯარო გამოსვლების და ისეთი სიტუაციების,
რომელსაც შესაძლოა მოყვეს დაცინვა ან დამცირება.გარდა ამისა,
ობსესიურ კომპულსიური აშლილობის დროს პიროვნებას აწუხებს აკვიატებული,
მისდაუნებურად აღმოცენებული აზრი,
რომელთა თავიდან ასაცილებლადაც მიმართავს რიტუალურ ქმედებებს.
სტრესული აშლილობის დიაგნოზი ისმევა მაშინ,
როდესაც ადამიანები,
რომლებმაც წარსულში განიცადეს ტრავმა,
ხელახლა განიცდიან მას,
ცდილობენ თავიდან აიცილონ ამ მოვლენასთან დაკავშირებული სტიმულები,
და აგრეთვე აქვთ შფოთვითი სიმპტომები.ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ მოვლენიდან რამდენიმე კვირის ან თვეების შემდეგ.