ზედაპირული ფლებიტი

ფლებიტი ვენების ანთებაა,  რომელიც გამოწვეულია ვენებში სისხლის შედედების შედეგად, მდგომარეობა ძირითადად ვიტარდება ქვედა კიდურებში არსებულ ვენებში მაგრამ საკმაოდ ხშირად მკლავების მიდამოებშიც. სისხლში არსებული თრომბები იწვევს ტკივილსა და გაღიზიანებას, სისხლის დინების შეფერხებას. ზედაპირული ფლებიტი გულისხმობს კანზის ზედაპირზე არსებული ვენების დაზიანებას. მდგომარეობა იშვიათადაა სერიოზული და შესამაბისი მკურნალობით გამსოწრდება დროის მოკლე პერიოდში. ზედაპირული ფლებიტი შეიძლება გადაიზარდოს ღრმა ვენების ფლებიტში რომელიც შედარებით რთული მდგომარეობაა და საჭიროებს დიდ ყურადღებას. 

გამომწვევი მიზეზები

ზედაპირული ფლებიტი შესაძლებელია გამოიწვიოს სამედიცინო ან ქირურგიულმა პროცედურებმა. კანის ზედაპირზე მიღებული რაიმე სახის დაზიანება თავის მხრივ ზრდის ვენებში სისხლის შედედების რისკებს. დაავადების განვითარებას ხელს წუყობს უმოძრაო ცხოვრების წესი, სიმსუქნე, სიგარეტის მოხმარება, კიბო, სისხლის ისეთი დაავადებები რომლებიც ახდენენ სისხლის შედედების პროვოცირებას, ორსულობა, ჰორმონული თერაპია, ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღება, ვარიკოზული ვენები და ა.შ

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს ზედაპირზე არსებული ვენების ირგვლის კანის შეწითლება, დაზიანებული არის ტკივილი, სისუსტე, ცხელება. 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა ძირითადად მოიცავს სახლის პირობებში ანთების საწინააღმდეგო აბების მიღებას, ცხოვრების უმოძრაო წესის ცვილებას. ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მხოლოდ დაავადების გართულებული ფორმების შემთხვევაში.