ვულვარული სიმსივნე

გარეთა სასქესო ორგანოების კიბო (ვულვის კიბო) ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად ჩნება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მკვრივი კვანძების, ინფილტრატების ან დვრილოვანი ჩანაზარდების სახით, ასევე ხშირად წარმოიქმნება გამკვრივებული გვედების მქონე წყლულოვანი კვანძები. კიბოს წინა მდგომარეობას წარმოადგენს ვულვის კრაუროზი, ლეიკოპლაკია.

მკვრივ ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათაბს ზედაპირული და სიღრმისეული ზრდა, პროცესში სცრაფად ერთვება საზარდულის ლიმფური კვანძები. გავრცელების მიხედვით ვულვის კიბო იყოფა I, II, III, და IV სტადიებად.

სიმპტომები

დაავადების დასაწყისში გამოხატულია ქავილი, წვა ვულვის მიდამოში, რასაც მოჰყვება ტკივილი, ხოლო სიმსივნის შლის შემთხვევაში - სისხლნარევი ჩირქიანი გამონადენი.

მკურნალობა

I და II სტადიის მკურნალობის ძარითად სქემას წარმოადგენს - კომბინირებული მკურნალობა (ქირურგია, სხივური თერაპია), ხოლო III და IV სტადიის მკურნალობის სქემაა მხოლოდ სხივური თერაპია.