ვულვარული კისტები
ვულვარული კისტები საშოს შესავალთან წარმოქმნილი მტკივნეული კვანძებია. მისი განვითარების ძირითადი ზეზეზი ბართოლინის ჯირკვლის ცისტაა. ბართოლინის ჯირკვლები ქალის საშოს შესავლის აქეთ-იქითაა განლაგებული და გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც საშოს სინოტივეს უზრუნველყოფს. ბართოლინის ჯირკვლის კისტები წარმოქიმნება ჯირკვლის სადინარის დახშობის შემდეგ, ჯირკვალში დაგროვებული სითხის გამო. გასივებული ჯირკვალი თავდაპირველად შედარებით უმტკივნეულოა. დროთა განმავლობაში, ჯირკვლის ზრდასთან ერთად, ტკივილიც იმატებს.