ვულვაროვაგინალური კანდიდიაზი

ვულვაროვაგინალური კანდიდიაზი საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექციაა. რომელსაც ახასიათებს ქსოვილის გაღიზიანება, ინტენსიური ქავილი და გამონადენი. საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია აზიანებს ვაგინას და მის გარშემო ქსოვილებს, მათ შორის ვულვას. კანდიდიაზი, ძალიან ხშირია. 4-დან 3 ქალს მაინც აქვს ინფექცია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. ხშირად, ქალს ეს მდგომარეობა 2 ჯერ ან მეტჯერ უვითარდება. 

გამომწვევი მიზეზები

მდგომარეობა გამოწვეულია სოკო-კანდიდათი. კანდიდა მიკროორგანიზმია, რომელიც ვაგინაში ნორმალურ მდგომარეობაშიც არსებობს, ბაქტერიებთან ერთად. ვაგინა ბუნებრივად შეიცავს მიკროორგანიზმების ბალანსირებულ ნაკრებს. ლაქტობაცილები წარმოქმნიან მჟავას, რაც ხელს უშლის საფუარა სოკოს ჭარბ ზრდას ღრუში. ნორმალური ბალანსის დარღვევამ კი შეიძლება გამოიწვიოს საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია. 

სიმპტომები

ინფექციის სიმპტომებია:

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მარტივი და ეფექტურია, იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია წელიწადში რამდენჯერმე მეორდება საჭიროა გრძელვადიანი თერაპია.