ვესტიბულარული ნეირონიტი

ვესტიბულარული ნეირონიტი, იგივე ვესტიბული ნევრიტი, წარმოადგენს ვესტუბულური აპარატის დარღვევის ერთ-ერთ მიზეზს. ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქციობა აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება.

სიმპტომები

ვესტიბული ნეირონიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ხშირია მდგომარეობის განვითარება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები გადატანის შემდეგ, ეს ვესტიბულური ნევრიტის ვირუსულ ბუნებაზე მიუთითებს, მწვავედ აღმოცენდება ძლიერი ბრუნვითი თავბრუხვევა, გულისრევა, განმეორებითი ღებინება, თავბრუხვევას თავის ოდნავი მოძრაობაც კი აძლიერებს, ამიტომ ავადმყოფები ზოგჯერ განზრახ იკავებენ თავს. მძიმე თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, 3-4 დღე გრძელდება, მაგრამ ჯანმრთელობის სრული აღდგენა რამდენიმე კვირას მოითხოვს, ხანდაზმულებს კი შესაძლოა რამდენიმე თვეც დასჭირდეთ. 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობისთვის აუცილებელია სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობის კურსის დროულად დაწყება.