ვერნიკეს ენცეფალოპათია

ვერნიკეს ენცეფალოპათია არის თავის ტვინის დაზიანება, რომელიც თიამინის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, იშვიათად შეუწყვეტელი ღებინების, არაბალანსირებული კვებისას. დაავადება  მიმდინარეობს რუხი ნივთიერების ანთებითი და ჰემორაგიული ცვლილებებით და ხასიათდება  ცნობიერების დათრგუნვით, თვალის მომაძრავებელი ნერვის დამბლით, კუთებზე კონტროლის შესუსტებით, ვეგეტატიური დისფუქციით. ხშირად თან ერთვის პერიფერიული ნერვების დაზიანება. 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა გულისხმობს დეფიციტური თიამინის ორგანიზმში შეყვანას.