ვერნერ-მორისონის სინდრომი (პანკრეატულ ნეიროენდოკრინული სიმსივნე)

ვერნერ-მორსონის სინდრომი  სიმპტომოკომპლექსია, რომელიც თან ახლავს კუჭუკანა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ადენომას. მისთვის დამახასიათებელია თავსა და მთელ სხეულში სიცხის შეგრძნება, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას, კოლაპტოიდური მდგომარეობები, ექსიკოზი (გაუწყლოება), ზოგჯერ - ტეტანოიდური კრუნჩხვა, ჰიპოკალიემია. ადენომის ამოკვეთის შემდეგ ეს კლინიკური ნიშნები ქრება. ცოლინგერ-ელისონის სინდრომისგან განსხვავებით, ჰიპერქლორჰიდრია და პეპტიკური წყლულები ამ დროს არ აღინიშნება.

მკურნალობა

სინდრომის მკურნალობა ითვალისწინებს ადენომის ამოკვეთას.