ვეგენარის გრანულომატოზი

ვეგენერის გრანულომატოზი არის იშვიათი პათოლოგია, რომელიც იწვევს სისხლძარღვების ანთებას, რაც მრავალ ორგანოს უზღუდავს სისხლის მიწოდებას. ვეგენარის გრანულომატოზი ხშირად აზიანებს თირკმელებს ფილტვებს და ზემო სასუნთქ გზებს. ამ ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების შემცირება იწვევს მათ დაზიანებას. ვეგენარის გრანულომატოზი სისხლძარღვებში წარმოქმნის ანთებით ქსოვილს, რომელსაც გრანულომა ეწოდება.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. იგი როგორც ჩანს ვითარდება ანთების საპასუხოდ, იმუნური სისტემის პათოლოგიური რეაქციის გამო. ამ მოვლენების კომბინაცია იწვევს სისხლძარღვების ანთებას და შევიწროვებას და ანთებითი ქსოვილის განვითარებას. ანთება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ, თუმცა უცნობია კონკრეტულად, რომელი ინფექცია მონაწილეობს ამ პროცესში.

სიმპტომები

ორგანიზმში წარმოქმნილი გრანულომები აზიანებენ ჯანსაღ ქსოვილებს, შედეგად ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

მკურნალობა

მკუნალობის გარეშე ვეგენარის გრანულომატოზი ხშირად იწვევს თირკმლის უკმარისობის გამო სიკვდილს. დაავადების ადრეული დიაგნოზირება და მკურნალობა ზრდის განკურნების შანსებს,