ვასკულიტი სისხლძარღვთა ანთებაა. ის ცვლის თითქმის მთელი ორგანიზმის სისხლძარღვთა კედლებს, რაც მათი გასქელებით, დასუსტებით, სანათურის შევიწროებითა და დანაწიბურებით გამოიხატება. ეს ყოველივე ხელს უშლის სისხლის დინებას და იწვევს ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას.
ვასკულიტის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ზოგიერთი ფორმა გენეტიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, სხვების შემთხვევაში იმუნური სისტემა შეცდომით უტევს სისხლძარღვბის უჯრედებს, ორგანიზმის ეს რეაქცია შეილება გამოწვეული იყოს ინფექციით, სისხლის სიმსივნური ან სხვადასხვა იმუნური დაავადებით, ზოგიერთ წამალზე არსებული რეაქციით. არსებობს ვასკულატის ბევრი ფორმა, თუმცა მათი უმეტესობა იშვიათია. დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს მხოლოდ ერთი ორგანო ან რამდენიმე მათგანი ერთდროულად.
ვასკულიტის სიმპტომებია:
მედიკამენტური მკურნალობით ხდება ანთების მართვა და გამწვავების თავიდან აცილება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვასკულატიის ყველა ფორმა არ საჭიროებს მკურნალობას.