ვასკულარული ჰემორაგიული დიათეზი

ვასკულარული ჰემორაგიული დიათეზი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლდენებითა და გამეორებითი სისხლჩაქცევებით. ისინი შეიძლება განვითარდეს სპონტანურად ან მიღებული დაზიანების შედეგად. ჯანმრთელი პაციენტებისგან განსხვავებით დაზიანებიდან ვლინდება არანორმალურად დიდი რაოდენობის სისხლდენა. 

გამომწვევი მიზეზები

მდგომარეობა საკმაოდ ხშირად გამოწვეულია C და P ვიტამინების ნაკლებობით, ვასკულარული ჰემორაგიული დიათეზის განვითარებას ასევე უწყობენ ხელს ალერგიული რეაქციები, ღვიძლის, თირკმელებისა და სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დააავადებები. 

სიმპტომები

დაავადების ძირითადი სიპმტომია სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში განვითარებული სისხლდენა, ძირითადად საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ფილტვებში, საშვილოსნოში, თირკმელებში და ა.შ. შედეგად ფერხდება დაზიანებული ორგანოების გამართული ფუნქციონირება.

მკურნალობა

ჰემორაგიული დიათეზის მრავალი სახეობის გამო, მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რათა სწორად იქნეს შერჩეული სამკურნალო თერაპია. მკურნალობა მრავალი პაციენტის შემთვევაში წარმატებულად სრულდება,