ვარიკოცელე

ვარიკოცელე არის სათესლე პარკში არსებული ვენების ვარიკოზული გაგანიერება. სათესლეებს, სისხლით სავსე ბაგირაკი ამარაგებს.

გამომწვევი მიზეზები

სავარაუდოდ ვარიკოცელე ვითარდება მაშინ, როდესაც ვენების სარქველები ხელს უშლიან სისხლის დინებას. ეს იწვევს სისხლის უკუნაკადს და ვენების გაფართოებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სათესლის დაზიანება და უნაყოფობა, თუმცა ყველა ვარიკოცელე არ ზემოქმედებს სპერმის წარმოქმნაზე. დაავადება დროთა განმავლობაში ვითარდება.

სიმპტომები

ვარიკოცელეს სიმპტომები შეიძლება იყოს მჭრელი ან ყრუ ტკივილი რომელიც უარესდება ფეხზე დგომისას, დღის განმავლობაში და უმჯობესდება ზურგზე წოლისას. დროთა განმავლობაში ვარიკოცელე შესალებელია გაიზარდოს და უფრო შესამჩნევი გახდეს. 


მკურნალობა

საბედნიეროდ, ვარიკოცელეთა უმეტესობა ადვილად დიაგნოზირდება. ახალგაზრდა კაცებში, ვარიკოცელე აზიანებს სპერმის წარმოქმნას და საჭიროებს მკურნალობას. თუ ვარიკოცელე იწვევს სიმპტომებს მისი მკურნალობა ქირურგიულად ხდება.