ვენების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ვენების გაფართოებისას. არტერიებს მიაქვთ სისხლი გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებში, ვენებს მოაქვთ სისხლი უკან გულში. ფეხის ვენებს მიზიდულობის საწინააღმდეგოდ უწევთ მუშაობა. სისხლის გულში დაბრუნებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვა და ელასტიური ვენების არსებობა. ასაკის მატებასთან ერთად ვენები კარგავენ ელასტიურობას, ვენის სარქველები შეიძლება დასუსტდნენ, რაც სისხლის უკუდინებას გამოიწვევს. სისხლი გროვდება ვენებში, რის გამოც ისინი ფართოვდებიან და ვარიკოზულები ხდებიან. ვენებს ლურჯი ფერი აქვთ, რადგან ისინი ჟანგბადით ღარიბ სისხლს შეიცავენ. ვარიკოზული ვენების განვითარება ასევე ხშირია ორსულებში, ორსულობა ზრდის სისხლის მოცულბას და ანელებს სისხლის ქვემო კიდურებიდან მენჯისკენ მოძრაობას, ეს სისხლის მიმოქცევის ცვლილება ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას, თუმცა მისი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ქვემო კიდურების ვენების გაფართოება.
ბევრ ადამიანში ვარიკოზული ვენები მხოლოდ გარეგნული დისკომფორტია, თუმცა ზოგ შემთხვევაში გაფართოებული ვენები იწვევენ ტკივილსაც, ხანდახან კი სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებს.
ვარიკოზული ვენები შეიძლება მიუთიეთებდნენ სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემის გაზრდილ რისკზე. ხშირად საკმარისია თვითმკურნალობა, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ვენების ოპერაციულად შევიწროვება ან ამოღება.