ვაგუსის დამბლა

ვაგუსის დამბლა არის მდგომარეობა როდესაც დააზიანებულია ორგანიზმის ყველაზე დიდი, ვაგუსის ნერვი. მის გამართულ მოქმედებაზეა დამოკიდებული როგორც ფიზიკური ისე მენტალური ფუნქციების შესრულება. ვაგუსის ნერვი არის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ტვინის ორმხრივი შემაერთებელი, რომელიც ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების გარდა უკავშირდება თითქმის ყველა ორგანოს.  ვაგუსის ნერვის ფუნქციებია: გულისცემის რეგულაცია, ღვიძლში ინსულინის გამოყოფისა და გლუკოზის ჰომეოსტაზის გაკონტროლება, კუჭის მჟავიანობის გაზრდა, სისხლის წნევის დაწევა, ვაგუსის ნერვი მონაწილეობს საკვების გემოს შეგრძნების, ღეჭვის, ყლაპვისა და ხველების პროცესში. 

სიმპტომები

ვაგუსის დამბლის სიმპტომები დამოკიდებულია, იმაზე თუ ნერვის რომელი ნაწილია დაზიანებული. გავრცელებული სიმპტომებია, ტკივილი, რომელსაც ხშირად თან ახლავს კუნთების კრუნჩხვები მოძრაობის დროს. გამომდინარე იქედან რომ, ვაგუსის ნერვი აკონტროლემს ყელში არსებულ რამდენიმე კუნთს არ არის გამორიცხული პაციენტს შეექმნას ხმასთან დაკავშირებული პრობლემებიც. გარდა ამისა დაავადებას თან ახლავს ხასიათის ცვილება და დეპრესია, გამოწვეული დაავადების სიმძიმის გამო.