ვაგინიტი
ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს. მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. ბაქტერიულ ვაგინოზს იწვევს საშოში არსებული რომელიმე მიკროორგანიზმის ჭარბი ზრდა, ჯანმრთელი ადამიანის საშოში "კარგი" ბაქტერიები უფრო მეტია ვიდრე "ცუდი", ამ უკანასკნელთა გამრავლების შემთხვევაში ბალანსი ირღვევა და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი. ვაგინოზის ეს ფორმა უფრო ხშირად დაკავშირებულია სქესობრივ კონტაქტთან. სოკოვანი ინფექცია ვითარდება სოკოს ჭარბი ზრდის შედეგად, Calbicans იწვევს, როგორც საშოს ასევე სხეულის სხვა ნაწილების სოკოვან ინფექციას, სოკომ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს საფენისმიერი დერმატიტი. ტრიქტომონიაზი, ვაგინიტის კიდევ ერთი ფორმა, საკმაოდ გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადება, რომელსაც ერთ-უჯრედიანი პარაზიტი Trichomonas vaginalis იწვევს. ვაგინალურმა ოყნებმა, პირადი მოვლის საშუალებებმა და სპერმიციდულმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ან სააღიზიანოს საშოს ქსოვილები, გარდა ამისა, საშოს გარსის შეთხელება, რაც ძირითადად ესტროგენის დონის დაქვეითებით ან საკვერცხის ამოკვეთითაა გამოწვეული, ასევე იწვევს საშოს წვას და ქავილს, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას არაინფექციური ვაგინიტი ეწოდება.