საშვილოსნოსგარე (ანუ ექტოპიური) ორსულობა ისეთი ორსულობაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ამა თუ იმ მიზეზით, ჩაინერგება და განვითარებას იწყებს საშვილოსნოს ღრუს გარეთ.
გამომწვევი მიზეზები
ექტოპური ორსულობის განვითარების ზოგად მიზეზებს მიეკუთვნება:
ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები _ მილის ორსულობის განვითარებისკენ განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ქალები, ვისაც გადატანილი აქვთ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და განსაკუთრებით სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები წარსულში, რადგან ანთებების გამო მატულობს შეხორცებები რის გამოც გაძნელებულია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადაადგილება, სწორედ ამიტომ ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს გარეთ მიმაგრების ხელსაყრელი პირობები.
მშობიარობის შემდგომი გართულების და ახლომდებარე ორგანოებზე ჩატარეული ოპერაციების შედეგად განვითარებული შეხორცებები
ქირურგიული ჩარევები
ადრე გადატანილი საშვილოსნოსგარე ორსულობები
35-ზე წელზე მეტი ასაკი
გარდა ამისა, საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზი შეიძლება გახდეს საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა, რაც ხშირად ხდება ამა თუ იმ ნეიროენდოკრინული დარღვევების შედეგი.