ესენციური ტრემორი

გამომწვევი მიზეზები

ესენციური ტრემორი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც იწვევს რითმულ კანკალს. დავადების შემთხვევათა ნახევარი განპირობებულია გენეტიკური მუტაციით, ასეთ ტიპს ოჯახურ ტრემორს უწოდებენ. გენეტიკური მუტაციის არმქონე პაციენტებში ესენციური ტრემორის გამომწვევი მიზეზები უცნობია. კვლევების თანახმად, ტრემორის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს თავის ტვინის კონკრეტულ წერტილებში არსებული ცვლილებები.

სიმპტომები

დაავადება სხეულის თითქმიის ყველა ნაწილს აზიანებს, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად გამოხატულია ხელის მტევნებზე - განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი ცდილობს ისეთი მარტივი დავალებების შესრულებას, როგორიცაა ჭიქიდან წყლის დალევა, წერა, გაპარსვა, თასმისშეკვრა და ა.შ. ესენციური ტრემორი ასევე მოქმედებს თავზე, ხმაზე, მკლავებსა და ქვედა კიდურებზე. დაავადება საშიში არ არის თუმცა ახასიათებს გართულებები და ზოგიერთ პაციენტში მძიმე ფორმასაც კი იღებს, სიმპტომები ვითარდება  თანდათანობით და უარესდება მოძრაობასთან ერთად, როგორც წესი იწყება ხელის მტევნებში, შესაძლოა განვითარდეს თავის დაქნევის ან გაქნევის მოძრაობები, სტრესმა, დაღლილობამ, კოფეინის მიღებამ, უკიდურესად დაბალი ან მაღალი ტემპერატურის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომების დამძიმება.