ესენციური თრომბოციტოზი
თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბოციტებს, თრომბოციტები სისხლში შემავალი ის უჯრედებია რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. სისხლდენის დროს ისინი ერთმანეთშ ეკვრიან და წარმოქმნიან თრომბს. მათი ნორმალური რაოდენობა არის სისხლის ერთ მიკროლიტრში 150 ათასიდან 450 ათასამდე ესენციური თრომბოციტოზი გამოწვეულია ძვლის ტვინის დაავადებებით, როცა ძვლის ტვინი პათოლოგიური მდგომარეობის გამო, წარმოიქმნება თრომბოციტების წინაბორბედი უჯრედების ჭარბი რაოდენობა, ესენციური თრომბოციტოზის დროს იზრდება თრომბის წარმოქმნისა და სისხლდენის გართულების რისკი. იმის გამო რომ თრომბოციტოზი ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომებს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სისხლის საერთო ანალიზის საფუძველზე. ამის შემდეგ საჭიროა დროული მკურნალობის ჩატარება შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.