ეპილეფსია

ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა თავის ტვინში ნერვული უჯრედების ფუნქცია, რის შედეგადაც ვითარდება შეტევები და უჩვეულო ქცევის ეპიზოდები, შეგრძნებები და ზოგჯერ ცნობიერების დაკარგვა. ეპილეფსიის მქონე ზოგიერთი ადამიანი შეტევის დროს უბრალოდ შეშდება რამდენიმე წუთის განმავლობაში, დანარჩენები კი შესაძლოა ზედა და ქვედა კიდურების განმეორებითი ტიპის მოძრაობებს ახორციელებდნენ, ეპილეფსიის დიაგნოზის დასამელად საჭიროა მინიმუმ ორი არაპროვოცირებული შეტევის დაფიქსირება.

გამომწვევი მიზეზები

შემთხვევების ნახევარში ეპილეფსიის კონკრეტული მიზეზი უცნობია. სხვა შემთხვევბში შესაძლებელია შემდეგი საფუძვლების დასახელება: გენეტიკური მიდრეკილება, თავის ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის დაავადებები, დაზიანება მუცლადყოფნის პერიოდში, განვითარების დაავადებები (აუტიზმი, ნეიროფიბრომატოზი) ასევე ინფექციური დაავადებები. 


მკურნალობა

ეპილეფსიის მსუბუქ შეტევებსაც კი სჭირდებათ მკურნალობა, რადგან ისინი შესაძლოა საშიში აღმოჩნდნენ ზოგიერთი საქმიანობის დროს, როგორიცაა მანქანის ტარება ან ცურვა. ეპილეფსიური შეტევების 80% კონტროლდება მედიკამენტური და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევით. ეპილეფსიის მქონე ზოგიერთი ბავშვის მდგომარეობა ასაკის მატებასთან ერთად უმჯობესდება.