ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებას ნიშნავს, ხშირად მისი განვითარების მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც წესი, დიაგნოზის დასმის დროს გამომწვევ მიზეზად ვირუსული ინფექცია სახელდება.
ენცეფალიტს ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე და ძლიერი თავის ტკივილი, დაავადება ასევე იწვევს აზროვნების პრობლემებს, ეპილეფსიური ტიპის შეტევებს, მგრძნობელობის და მოძრაობის პრობლემებს. ხშირად დაავადება მხოლოდ გრიპისმაგავრი სიმპტომებით მიმდინარეობს და არ ავლენს თავს. სიცოცხლისთვის საშიშია ენცეფალიტის იშვიათი, გართულებული ფორმა.
სამწუხაროდ დაავადების განვითარების წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია, აუცილებელია დროული დიაგნიზი და მურნალობა.