ენტერობიაზი

ენტერობიოზი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტი ჭიის  Enterobius vermucularis-ის მიერ გამოწვეული ინფეციაა. ძაფისებრი ჭიები თხელი და თეთრი ფერისაა და სიგრძეში დაახლოებით  5 - 13 მილიმეტრია. ჭიის გადაყლაპვა ან შემთხვევით ჩასუნთქვა ასოცირებულია ინფიცირებასთან. მიკროსკოპული კვერცხები პირის ღრუში ხვდება დაბინძურებული საკვებით, სასმლით ან თითებით, როცა კვერცხი გადაიყლაპება,  ჭია იჩეკება ნაწლავში და რამდენიმე კვირაში მწიფდება დიდი ზომის ჭიად. მდედრობითი სქესის ძაფისებრი ჭიები გადაადგილდებიან ანალურ ხვრელამდე, როცა ადამიანს ძინავს ისინი დებენ ათასობით კვერცხს ანალური ხვრელის გარშემო, კანის ფენებს შორის.

სიმპტომები

დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ ვლინდება ქავილი ანალურ არეში და ძილის დარღვევა.

ენტერობიოზი ყველაზე ხშირია სკოლის ასაკის ბავშვებში, მიკროსკოპული ზომის კვერცხები ადვილად ვრცელდება ბავშვიდან ბავშვზე.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა შედგება ორალური მედიკამენტური თერაპიით, რომელიც კლავს ჭიებს. აუცილებელია თეთრეულის, ტანსაცმლის კარგად გარეცხვა. რეკომენდირებულია, მკურნალობის კურსი გაიაროს პაციენტის ოჯახის თითოეულმა წევრმა