ენდომეტრიუმის სიმსივნე
ენდომეტრიუმის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია. სავარაუდო მიზეზად სახელდება საშვილოსნოს ამომფენი ენდომეტრიუმის ეჯრედებში მომხდარი გენური მუტაცია, გამომდინარე იქედან, რომ სიმსივნე სწორედ საშვილოსნოს ამომფენი გარსის (ენდომეტრიუმის) უჯრედებში ყალიბდება, ენდომეტრიუმის სიმსივნეს ზოგჯერ საშვილოსნოს კიბოს უწოდებენ. დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი რადგან მას ხშირად ახასიათებს არანორმალური ვაგინალური სისხლდენა. კიბოს საწყის ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა ძირითადად კურნავს პაციენტებს.