ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი საკმაოდ მტკივნეული დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი გარსი - ენდომეტრიუმი - ყალიბდება საშვილოსნოს გარეთ. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად აზიანებს საკვერცხეებს, ნაწლავებს და მენჯის ამომფენ ქსოვილებს. ენდომეტრიოზი იშვიათად ვრცელდება მენჯის რეგიონის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიუმს შეცვლილი აქვს მდგომარეობა იგი მაინც აგრძელებს ჩვეულებისამებრ მოქმედებას - სქელდება, იშლება და იწყებს სისხლდენას თითოეული მენსტრუალური ციკლის დროს. გადაადგილებულ ენდომეტრიულ ქსოვილს არ შეუძლია დატოვოს ორგანიზმი.

სიმპტომები

ენდომეტრიუმის საკვერცხეებში მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს კისტების ჩამოყალიბება, რომელსაც ენდომეტრიომა ეწოდება. გარშემო მყოფი ქსოვილები ღიზიანდება, რის შედეგადაც ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი და შეხორცებები - არანორმალური ქსოვილი, რომელიც ორ ორგანოს ერთმანეთთან აერთებს, ენდომეტრიოზი იწვევს ტკივილს ზოგჯერ ძლიერს, განსაკუთრებით მენსტრუალური პერიოდის დროს. არსებობს ნაყოფიერების პრობლემების გაჩენის ალბათობაც. 


მკურნალობა

დაავადების მკურნალობა და მდგომარეობის გამოსწორება  შესაძლებელია არსებული ეფექტური საშუალებების გამოყენებით.