ენა - ხახის ნერვის პერიოდული დამბლა
ენა-ხახის ნერვის დაზიანება ნუშურა ჯირკვლების არეში იწვევს პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს გამოხატული მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეინიშნება. ძალზე ეფექტურია მკურნალობა კარბამაზეპინით ან ფენიტოინით, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა და IX ნერვის გადაკვეთა მოგრძო ტვინთან. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა, კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და გამოწვეულია სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით.