პარეზი ნერვის არასრული ანუ ნაწილობრივი დამბლაა. ენა-ხახის ნერვი შერეულია: შედგება როგორც მამოძრავებელი, ისე მგრძნობიარე და პარასიმპათიკურ-სეკრეტორული ტოტებისგან. მამოძრავებელი ბოჭკოები ხახის ზედა და ქვედა მომჭერ კუნთებს აინერვირებენ, სეკრეტორული - ყბაყურა ჯირკვალს, მგრძნობიარე ტოტებს კი ცენტრისკენ ენის, სასმენი მილისა და დაფის ღრუს მდგომარეობის ამსახველი იმპულსები მიაქვთ. აღნიშნული ნერვების პარეზი ნუშურა ჯირკვლების არეში იწვევს პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს გამოხატული მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეინიშნება. ძალზე ეფექტურია მკურნალობა კარბამაზეპინით ან ფენიტოინით, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა და IX ნერვის გადაკვეთა მოგრძო ტვინთან. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა, კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და გამოწვეულია სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით.