ედისონის დაავადება

ედისონის დაავადება არის დარღვევა, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ კონკრეტული ჰორმონების გამოყოფის ფუნქციის დაქვეითებისას. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს ენდოკრუნული სისტემის ნაწილს და მდებარეობს ორივე თირკმლის ზედა მხარეს. მათ მიერ გამოყოფილი ჰორმონები აძლევენ ინსტურქციებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და უჯრედს. ედისონის დააავადების დროს თირკლემზედა ჯირკვალი გამოყოფს ძალიან მცირე რაოდენობის კროტიზოლსა და არასაკმარისი რაოდენობის ალდესტერონს.

გამომწვევი მიზეზები

მდგომარეობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის გარეთა შრის დაზიანებაა, რის გამოც ფერხდება მასზე დაკისრებული ჰორმონების ორგანიზმში გამოყოფა, მიზეზი შეიძლება იყოს აუტოიმუნური დარღვევაც, როცა ორგანიზმის იმუნური სსტემა შეცდომით უტევს და აზიანებს საკუთარ, ჯანრმთელ ორგანოებსა და უჯრედებს. ამ შემთხვევაში უცნობი მიზეზის გამო, იმუნური სისტემა იწყებს თირმელზედა ჯირკვლის გარეთა შრის წინააღმდეგ ბრძოლას რისი შედეგიც, რა თქმა უნდა მისი დაზიანებაა. სხვა მიზეზებად შეიძლება დასახელდეს ტუბერკულოზი. თირკმელზედა ჯირკვლის ინფექციური დაავადებები, სიმსივნური უჯრედების გავრცელება, სისხლდენა თირკმელზედა ჯირკვალში, რომელსაც ეწოდება თირკმელზედა ჯირკვლის კრიზისი და არ ახასიათებს რაიმე სახის წინმსწრები სიმპტომი.

სიმპტომები

როგორც წესი ედისონის დააავადების ნიშნები და სიმპტომები ნელ-ნელა ვითარდება, ხშირად თვეების განმავლობაშიც და მოიცავს:

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა გულისხმობს დეფიციტური ჰორმონების ხელოვნურად მიღებას, რათა მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლების სტიმულირება დამოუკიდებლად გამოჰყოს ორგანიზმისთვის საჭირო ჰორმონები.