დისულფირამის მსგავსი რეაქცია (ალკოჰოლის მწვავე გადაუტანლობა)
დისულფირამი არის სამკურნალო საშუალება, რომელსაც იყენებენ ქრონიკული ალკოჰლიზმის განკურნების პროცესში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად იმ პაციენტთა 88% -მა რომლებიც იღებდნენ დისულფირამის დაშვებულ და ჯანმრთელობისთვის უვნებელ დოზას, შეძლეს ალკოჰოლიზმისგან განთავისუფლება. დღის განმავლობაში დაშვებულია 500 მილიგრამი დისულფირამის მიღება, გადაჭარბებულმა დოზამ თავისუფლად შეიძლება მოწამვლის სიმპტომები გამოიწვიოს.