დისმენორეა

დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია - შესაძლებელია იყოს პირველადი ან მეორეული. პირველადი დისმენორეა ანუ ფუნქციური დისმენორეა ციკლურად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ორგანული ცვლილებები არ შეინიშნება. იგი აღმოცენდება მენარქეს პერიოდიდან ან ოვულაციური ციკლის ჩამოყალიბებიდან 1-2 წლის შემდეგ. მეორეული დისმენორეა, იგივე შეძენილი დისმენორეა, ორგანული დისმენორეა, გამოწვეულია შემდეგი დაავადებებით: გარეთა და შიგნითა გენიტალური ენდომეტრიოზით, საშოსა და საშვილოსნოს განვითარების მანკებით, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებებით, საშვილოსნოს მიომით, საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეებით, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესებით და სხვა. ანთება შესაძლოა გამოწვეული იყოს გონოკოკით, ურეაპლაზმითა და მიკოპლაზმით, ქლამიდიით.

გამომწვევი მიზეზები


სიმპტომები

ენდომეტრიოზის დროს ტკივილებთან ერთად შეიმჩნევა მენსტრუალური სისხლის სიჭარბე, ტემპერატურისა და ედს-ის მატება. ანთებითი და ტუბერკულოზური ეტიოლოგიის დისმენორეისთვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 1-3 დღით ადრე, რაც გრძელდება 2-3 დღე. 

თუ დისმენორეა ტუბერკულოზური წარმოშობისაა, მისთვის დამახასიათებელია უღონობა, მუცლის ყრუ ტკივილი, რომელსაც კონკრეტული ლოკალიზაცია არ გააჩნია, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ტუბერკულოზური ტოქსინები აზიანებენ მორეგულირე სასქესო ცენტრებს, ანეიტრალებენ სასქესო ჰორმონებს და იწვევენ უმწიფარი ფოლიკულების ატრეზიას.

მკურნალობა

მკურნალობა საჭიროა როგორც სპეციფიკური, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. თუ მკურნალობის ეს სახეები უეფექტო აღმოჩნდა, საჭიროა ლაპაროსკოპია. უმეტეს შემთხვევაში დაავადება განკურნებადია და პაციენტები აღარ განიცდიან დაავადებისგან გამოწვეულ დისკომფორტს