უცნობია რა იწვევს ამ მდგომარეობას, თუმცა ორსულობის დროს არსებული ჰორმონული ცვლილებები დიდი ალბათობით მდგომარეობის განვითარებაში დიდი როლს თამაშობენ, იშვიათ შემთხვევებში ძლიერი და მუდმივი გულისრევის შეგრძნება ან ღებინება შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობისგან დამოუკიდებელი დაავადებით, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ან ღვიძლის დაავადება.
დილის ავადმყოფობა ხასიათდება გულისრევით ღებინებასთან ერთად ან მის გარეშე. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია თუ გულისრევის შეგრძნება ან ღებინება არის ძლიერი, შარდი არის არასაკმარისი ან მუქი ფერის, ორგანიზმში ვერ ნარჩუნდება სითხეები, იგრძნობა თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება ადგომის დროს, გულის ფრიალი, სისხლის ღებინება.
დილის ავადმყოფობა მძიმე ფორმებით იშვიათ შემთხვევაშია წარმოდგენილი, ამ დროს მდგომარეობა საჭიროებს სამედიცინო ჩარევას: ინტრავენურად სითხეების გადასხმას და მედიკამენტების მიღებას.