კარდიომიოპათია გულის გაურკვეველი წარმოშობის პირველადი არაანთებითი დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელიაგულის გადიდება, გულის პროგრესირებადი მკურნალობისადმი მდგრადი უკმარისობა და რიტმის დარღვევები. კარდიომიოპათიის ერთ ერთი ძირითადი სახეობაა დილატირებული (შეგუბებითი) კარდიომიოპათია. აღნიშნული დაავადებისთვის დამახასიათებელია გულის ყველა საკნის გაგანიერება, ამ დროს ვითარდება გულის მედიკამენტებისადმი დაუმორჩილებელი უკმარისობა, რასაც ხშირად თან სდევს სხვადასხვა სახის გართულებები. დილატირებულ კარდიომიოპათია გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: ინფექციური ან არაინფექციური კარდიომიოპათია, ეთილის სპირტით, ქიმიოპრეპარატებითა და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების სიჭარბით გამოწვეული კარდიომიოპათია, მეტაბოლური ცვლით გამოწვეული დილატირებული კარდიომიოპათია და ა.შ. დააავადების ზოგიერთი სახეობა თავისით ინკურნება, თუმცა გართულებულ ფორმებს აუცილებლად სჭირდება სწორი და დროული მკურნალობა, რის შედეგადაც პაციენტთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.