დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი, სისტემის ამომფენ შრეზე, ძირითადად ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. დაავადება ყველაზე ხშირად ყალიბდება მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ქვედა ნაწილში.
დივერტიკულიტი ვითარდება დივერტიკულის სტრუქტურის დარღვევის შედეგად, რაც განაპირობებს მის ანთებას, ინფექციას ან ორივეს, შედეგად, ჩნდება ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევის შეგრძნება, გარდა ამისა, იმატებს ტემპერატურა და იცვლება ნაწლავის მოქმედება.
მსუბუქ ფორმებში მიმდინარე დივერტიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია მოსვენებით, საკვები რაციონის შეცვლითა და ანტიბიოტიკებით, მძიმე ფორმა კი ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.