დიაბეტური ნეიროპათია
დიაბეტური ნეიროპათია არის დიაბეტით გამოწვეული ნერვების დაზიანების მდგომარეობა, როდესაც შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვულ ბოჭკოებს მთელ სხეულში, განსაკუთრებით წვივებსა და ტერფებში. ზუსტად რატომ ხდება ასე, უცნობია, თუმცა სავარაუდოა ფაქტორთა კომბინაცია, მათ შორის ნერვებსა და სისხლძარღვებს შორის არსებული ურთიერთკავშირი. დაზიანებული ნერვების მიხედვით, დიაბეტური ნეიროპათია შეიძლება გამოიხატოს ტკივილითა და დაბუჟებით კიდურებში ან საჭმლის მომნელებელი, საშარდე, გულსისხლძარღვთა სისტემის სიმპტომებით. ზოგ პაციენტს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები, თუმცა სხვებში დიაბეტური ნეიროპათია მტკივნეული, შემაწუხებელი და ზოგჯერ ფატალურიც შეიძლება იყოს.