მდგომარეობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოა გარემო და გენეტიკური ფაქტორების ზემოქმედება. დაავადების სიმპტომები შესაძლებელია დაუკავშირდეს ბავშვობის დროს მიღებულ ტრამვას, ან მოვლენებს რომლებაც ადამიანში გამოიწვიეს ძლიერი ემოციური სტრესი.
დეპერსონიზაციულ-დერეალიზაციური აშლილობა დაკავშირებულია პრობლემებთან სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში ან სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სფეროებში. შეტევების დროს განვითარებული შეგრძნებები და დარღვევები რთულად აღსაწერია. "გაგიჟების პირას" ყოფნის მუდმივი შეგრძნება იწვევს საკუთარი არსებობისა და რეალობის აღქმის დაქვეითებას.
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს ფსიქოთერაპიული კურსის ჩატარებით.