დენგეს ცხელება

დენგეს ცხელება კოღების მიერ გავრცელებული დაავადებაა. ვირუსები ძირითადად მსოფლიოს სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. როცა კოღო კბენს დაინფიცირებულ ადამიანს, თავადაც ინფიცირდება და კბენით ავრცელებს ვირუსს ჯანმრთელ ადამიანებზე.

სიმპტომები

მსუბუქი დენგეს ცხელება იწვევს მაღალ სიცხეს, გამონაყარს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. მძიმე ფორმა, რომელსაც დენგეს ჰემორაგიულ ცხელებას უწოდებენ, ხასიათდება სისხლდენით, შოკითა და სიკვდილით. დენგეს ცხელების გავლის შემდეგ ვითარდება იმუნიტეტი ვირუსზე, მაგრამ არა ვირუსის სხვა ტიპებზე. დენგეს მძიმე ცხელების განვითარების რისკი იზრდება მეორედ ან მესამედ ინფიცირების შემთხვევაში. სიმპტომები ძირითადად ინფიცირებიდან 10 დღის შემდეგ გამოვლინდება. ესენია:

მკურნალობა

ავადმყოფთა უმეტესობა 1 კვირაში გამოჯანმრთელდება. თუმცა დაავადების გართულების შემთხვევაში სიმპტომები მძიმდება და სიცოცხლისთვის საშიში ხდება. ზიანდება სისხლძარვები და მცირდება თრომბოციტების რაოდენობა სისხლში. ეს ყოველივე, იწვევს სისხლდენას პირისა და ცხვირის ღრუდან, ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, ხანგრძლივ ღებინებას, კანქვეშა სისხლდენას, რომელიც ჩალურჯებას გავს, ფილტვების ღვიძლის ან გულის პრობლემებს.