ძნელი წარმოასადგენია თუმცა თუკი დაღლილობასა და სისისტეს აქვს სისტემური და მწვავე ხასიათი შესაძლებელია რომელიმე დაავადების სიმპტომადაც ჩაითვალოს. ასეთი დააავადებების რიცხვი კი საკმაოდ დიდია. სწრაფად დაღლისა და სისუსტის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი რკინადეფიციტური ანემიაა. სისუსტეს იწვევს ყველა სხვა სახის ანემიაც. ამ დროს, ჩვეულებრივ, დაქვეითებულია შრომისუნარიანობა, შეინიშნება კუნთების სისუსტე, სწრაფი დაღლა, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, გულისცემის აჩქარება. დიაგნოზს ადასტურებს სისხლის საერთო ანალიზი. დაღლილობა ასევე მიიშნევა ძილის აპნოეს ერთ-ერთ სიმპტომად ძილის აპნოე არის მდგომარეობა, როცა ზედა სასუნთქი გზები ძილის დროს პერიოდულად ვიწროვდება ან იხურება, რაც აფერხებს სუნთქვას. ეს იწვევს მზარდი ამპლიტუდისა და ხმიანობის ხვრინვას, რომელიც უეცრად წყდება, მერე კი თავიდან იწყება. ამ დროს მცირდება სისხლში ჟანგბადის შემცველობა. ამ ცვლილებების გამო ადამიანს ღამით ხშირად ეღვიძება, დილით გამოუძინებელი დგება და დაღლილობას უჩივის. არავისთვისაა უცხო ის რომ შაქრიანი დიაბეტის ერთ ერთი მთავარი სიმპტომი ადვილად დაღლა და სისუსტეა. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს ორგანიზმში ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი, რაც სხვა სიმპტომებთან ერთად გამოიხატება ძლიერი საერთო სისუსტით. ადამიანი დაღლილობას უჩივის მაშინაც, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების აქტივობა დაქვეითებულია.
მდგომარეობის გამოსწორების ყველაზე ეფექტური გზა ექიმთან კონსულაცია და მისი გამომწვევი დააავადების მკურნალობაა.