დასავლეთ ნილოსის ინფექცია ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ხვდება დაინფიცირებული კოღოს ნაკბენით. ვირუსი არ ვრცელდება იმ ადამიანის შეხებით ან კოცნით ვინც კოღოს ნაკბენით დაინფიცირდა. დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას ინფექციის ნიშნები არ აღენიშნებათ ან აწუხებთ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, თუმცა დაავადების გართულებულმა ფორმამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტვინიც ანთებაც კი.
ინფექციის მსუბუქი ნიშნები როგორც წესი თავისით ქრება, უფრო მწვავე სიმპტომები მაგალითად აუტანელი თავის ტკივილი, ცხელება, დეზორიენტაცია და უეცარი სისუსტე გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.