სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია და პირის ღრუში ყველაზე ღრმად მდებარეობს. ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, თითო-თითო ზედა და ქვედა ყბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ისინი 17-25 წლის ასაკში ამოდის. სიბრძნილი კბილის პრობლემა იქმნება მისი არასწორი მდებარეობის შემთხვევაში, მაგალითად, ქვემოთა სიბრძნის კბილს არ გააჩნია წინამორბედი - სარძევე კბილი, რომელიც მას კბილბუდეს მოუმზადებდა, არ ჰყავს უკანა მეზობელი, რომელიც მას გადახრა-ცდომილებისგან დაიცავდა. სამწუხაროდ სიბრძნის კბილს კარიესი ყველაზე ადვილად უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასწორად მდებარეობს. კარიესი კბილის ზედაპირზე ნადების დაგროვება-დალექვის შედეგად ვითარდება. კბილის ნადებში უხვად არის ბაქტერიები, რომლებიც ცხოველმყოფელობის პროცესში გამოიმუშავებენ ორგანულ მჟავებს. ორგანული მჟავები შლის კბილის ქსოვილს და კბილის ზედაპირზე დეფექტს წარმოქმნის. სიბრძნის კბილი ხშირად მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს, ამიტომ მისი სრულფასოვანი მოვლა, ნადებისგან გულდასმით გაწმენდა შეუძლებელია. კარიესი სწორედ ამ შემთხვევაში ვითარდება. სიბრძნის კბილის დაზიანებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება კვალიფიციურ სტომატოლოგთან რეგულარული კონსულტაციაა.