გულმკერდის აორტული განშრევების მთავარი გამომწვევი მიზეზი მაღალი წნევაა. აორტის განშრევების მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე ნარკომანია, ათეროსკლეროზი, ზოგიერთი თანდაყოლილი გენეტიკური და შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებება.
აორტის დისექცია უმეტესად ღამით, მოულოდნელად იჩენს თავს. ადამიანი გრძნობს ძლიერ, ხანჯლის ჩაცემის მსგავს ტკივილს, ასხამს ცივი ოფლი, რასაც ხშირად მოჰყვება კოლაფსის ნიშნები. მოცირკულირე სისხლის რაოდენობა მცირდება, წნევა დაბლა იწევს. შესაძლებელია განვითარდეს გულის ტამპონადა.
მდგომარეობის გამოსწორებისთვის ყველაზე ეფექტური გზა ქირურგიური ჩარევაა.