გულმკერდის აორტის ანევრიზმა არის სუსტი წერტილი აორტის ზედა ნაწილში. აორტა არის მთავარი სისხლძარღვი, რომელიც მთელ სხეულს აწვდის სისხლს. ანევრიზმამს შეიძლება გამოიწვიოს არტერიის კედლის გახეთქვა (დისექცია) რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენას, პატარა და ნელა მზარდი გულმკერდის აორტის ანევრიზმები შეიძლება არასდროს გაიხეს, იფრო დიდი სწრაფად მზარდი ანევრიზმებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო დიდი ალბათობით იხევა. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ანევრიზმის განვიტარებას, მაგალითად ათეროსკლეროზი, რომელიც არტერიის კელდებში ფოლაქების დაგროვებასთან არის დაკავშირებული, გენეტიკური ფაქტორები, ისეთი სამედიცინო მდგომარეობები როგორიცაა ანთებითი დაავადებები, მაგალითად, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ან ტაკაისუს არტერიტი. გამომწვევ მიზეზად ითვლება აორტის საქრველის პრობლემები, მკურნალობის გარეშე დატოვებული ინფექცია, სხვადასხვა ტრავმული დაზიანება
გულმკერდის აორტის ანევრიზმა ხშირად ნელა და უსიმპტომოდ იზრდება, რაც აძნელებს მის აღმოჩენას. ზრდასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: მგრძნობელობის მომატება ან ტკივილი მკერდში, ზურგის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.
დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია აორტის ანევრიზმის ზომაზე და ზრდის სიჩქარეზე, ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში სასურველია მისი წინასწარ დაგეგმვა.