გულის მარცხენამხრივი უკმარისობა

გულის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გულს უნარი არ შესწევს, ორგანოები და ქსოვილები მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობის სისხლით მოამარაგოს. თავდაპირველად გული ნებისმიერ ვითარებაში აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო ოდენობის სისხლს, თუმცა ამისთვის საჭირო ხდება ყველა საკომპენსაციო მექანიზმის მობილიზება. თანდათან ეს მექანიზმები დატვირთვას ვეღარ უძლებს და სუსტდება. ვითარდება გულის უკმარისობა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება, მოგვიანებით კი - მოსვენების დროსაც.

გამომწვევი მიზეზები

ულის მარცხენამხრივი უკმარისობა ანუ კარდიული ასთმა შეიძლება განვითარდეს ფიზიკური და ემოციური დაძაბვის, კრიზის, ჭარბი საკვების ან სასმლის მიღების, მოწამვლის დროს. კარდიული ასთმა და ფილტვების შეშუპება მარცხენა წინაგულში მოძრავი თრომბის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.

სიმპტომები

კარდიული ასთმა, ვითარდება მოწიფულ ან ხანშიშესულ ასაკში და ახასიათებს ჩასუნთქვის გაძნელება, სიფერმკრთალე, პულსის გახშირება, უხვი ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტების მიღებას ან გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში გულის ტრანსპლანტაციას.