გუდპასტურის სინდრომი
გუდპასტურის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელის იწვევს თირკმელებისა და ფილტვების დაზიანებას. სინდრომი აუტოიმუნური დარღვევბის რიცხსვ მიეკუთვნება, ის აღმოცენდება მაშინ როცა იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის და ანადგურებს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებს. გუდპასტურის სინდრომი დააავადებული ადამიანების ორგანიზმში წარმოაიქმნება ნივთირებები რომლებიც ამცირებელ ცილა კოლაგენის რაოდენობას. კოლაგენი არის ყველაზე უხვი პროტეინი ორგანიზმში, რომელიც გვხვდება კუნთებში, ძვლებში, კანში და მყესებში. ის ასრულებს წებოს როლს ჩვენს ორგანიზმში და მისი დამსახურებაა ორგანიზმის მთლიანობა. ის კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ეხმარება ორგანიზმს მკვდარი უჯრედების ჩანაცვლებაში.შედეგად ფერხდება თირკემლების მიერ ორგანიზმისდან ზედმეტი და მავნებელი ნითიერებების გამოყოფის პროცესი ან სასუნთქი სისტემის ნორმალური ფუნქციონირება.