გრიპი

გრიპი იგივე ინფლუენცა ზედა სასუნთქი გზების ვურუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ცხვირს, ყელს და ფილტვებს. გრიპი და მისი გართულებები შეიძლება სასიკვდილო იყოს. გართულების განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ პატარა ბავშვებს, 65 წელს ზემოთ ადამიანებს, ორსულ ქალებს, დასუსტებული იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.

გამომწვევი მიზეზები

გრიპის ვირუსები ჰაერში ხვდება მაშინ, როდესაც ინფექციის მქონე ადამიანს ახველებს, აცემინებს, ლაპარაკობს. ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგალითად, ჩასუნთქვით, ვირუსით დაბინძურებული ნივთის შეხების შემდეგ ხელების თვალებზე, ცხვირზე ან პირზე დადებით.

სიმპტომები

რაც შეეხება გრიპის სიმპტომებსა და ნიშნებს, გრიპის მანიშნებელი სიმპტომებია:

მკურნალობა

სიმპტომების გაჩენიდან 48 საათში საჭირო მედიკამენტების მიღება ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და გართულების შანსებს.

გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.