ინფექციას იწვევს ბაქტერია ნეისერია გონორეა. დაავადება ძირითადად აზიანებს შარდსადენს, სწორ ნაწლავს, ქალებში აგრეთვე საშვილოსნოს ყელს. გონორეა ყველაზე ხშირად ვრცელდება სექსუალური კავშირის დამყარებით, თუმცა ინფექციის მატარებელი დედის შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა დაიმფიცირდეს მშობიარობის პროცესში. ბავშვებში გონორეა ძირითადად თვალებს აზიანებს.